უმაღლესი ლიგის მეშვიდე ტური

02.11.2014

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შემდეგ მეტად დაწინაურდნენ ქვემო ქართლის გუნდები - ბოლნისის ყოჩები და რუსთავის ხარები.

ყოჩები ავჭალაში ეწვივნენ ბოლო ორი წლის ჩემპიონს - ლელოს და სტატიკაში დაჯაბნეს * 21:12. ბოლნისელთა კაპიტანმა თემურ სოხაძემ მორიგი 6 ჯარიმაც გაიტანა და 95 ქულით ლიდერობს ბომბარდირთა დოღს.

რუსთავში თამაში თუმც უმაყურებლოდ ჩატარდა, ხარებმა მაინც დამაჯერებლად ძლიეს ჯიქი * 14:6

არმაზმა 4-ჯერ დაალელოვა თიბიესი, მაგრამ საქართველოში მოქმედი ფრანგული სისტემით პრემია მაინც ვერ აიღო, რადგან თავადაც გაუშვა ორი * 26:14

არმია კარგა ხანს აგებდა ლოკომოტივთან, მაგრამ ბრძოლაში რეზერვი ჩააბა და ბექებით ორი ლელო გაიტანა * 16:12

სულ ტურის 4 მატჩში 10 ლელო დაიდო, ჩემპიონატის საშუალო მაჩვენებელი კი თამაშში 2.9 ლელოა.

წესრიგიანობის მხრივ ტურს არა უშავდა რა - მხოლოდ 4 სინბინი აღინუსხა.

VII ტური

ხარები 14:6 ჯიქი

2ლ: ღამბარაშვილი თეგეთაშვილი; 2გ: ხუციშვილი -
2ჯ: ხარაზიშვილი
რეფ ჩიხლაძე (ქუთ@ რუსთავი (0)
0:3(3) 7:3(32) / 14:3(50) 14:6(52)

ლელო 12:21 ყოჩები

4ჯ: ყიასაშვილი სბ სურგულაძე - 
6ჯ: სოხაძე; ა: მახარაშვილი
რეფ თევზაძე (თბ@ ავჭალა (800)
3:0(5) 6:0(10) 6:3(22) 6:6(30) 6:9(36) 6:12(39) / 
9:12(44) 9:15(53) 12:15(62) 12:18(68) სბ(69ლ) 12:21(79ა)

თიბიეს 14:26 არმაზი

2ლ: ლაზარიშვილი ნასრულაევ; 2გ: მჭედლიშვილი ჯოგლიძე სბ კორკელია -
4ლ: ჩომახაშვილი მინაშვილი მისრიაშვილი [საჯ]; 3გ: ნიკოლავა სბ მინაშვილი პინაიშვილი
რეფ ამაშუკელი (თბ) @ ავჭალა (200)
7:0(11) სბ(23თ) 7:5(35) 7:12(40) / 
7:19(49) სბ(56ა) 14:19(65) სბ(77ა) 14:26(80+)

არმია 16:12 ლოკომოტივი$

2ლ: კუპრეიშვილი გოგოლაძე; 2ჯ: მეკოკიშვილი -
3ჯ ა: წიკლაური
რეფ ნჩაკაზა (აფრ) @ ავჭალა’ხელ (500)
0:3(24) 0:6(30ა) 3:6(34) 3:9(36) 6:9(37) / 
6:12(52) 11:12(57) 16:12(67)

ბათუმი - აია

გადაიდო

უკან დაბრუნება