უმაღლესი ლიგის მეექვსე ტური

14.10.2014

საქართველოს XXV ჩემპიონატის მეექვსე ტურში სამივე ლიდერმა იმარჯვა და შედეგიანობამაც იმატა.

ლელო წაგებას გადაურჩა ქუთაისში: ჩინებულად მობურთალმა აიას ნორჩებმა ბოლო წუთზე დასარტყამი ჯარიმა უხეიროდ გაათამაშეს და 1 ქულით დამარცხდნენ * 19:20

ყოჩებს ბოლნისში არმიასთან შერკინებაში გაუჭირდათ და საათის თავზე ლელოც გაუშვეს, მაგრამ თავადაც უმალ გაიტანეს ორი და სეზონში მეექვსედაც მოიგეს *  24:11

რუსთავმაც ავჭალაში დასკვნით მეოთხედში იძალა და არმაზს გადამწყვეტი ლელო გაუტანა * 17:14

ახალბედა თიბიესი მორიგ სანუგეშო ქულას დაჯერდა, რაკი თამაშის მიწურულს ვერ გამოიყენა ლოკომოტივის წყვილი სინბინი * 9:14

ჯიქი ავჭალაში თავიდან 17 ქულით უგებდა ბათუმს, მაგრამ აჭარამ ბოლომდე იბრძოლა და ჩამორჩენა 5-მდე შეამცირა * 26:21

ტურმა სამ დღეს გასტანა. ხუთიდან სამი მატჩი ავჭალაში მოეწყო.

დისციპლინა გაუარესდა: თუ წინა კვირაში მხოლოდ 4 ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი გაიცა, ამჯერად ათიდან რვა გუნდმა მიიღო სინბინი, რამაც ჯამში 13 გაძევება შეადგინა.

სამაგიეროდ, იმატა შედეგიანობამ - დაიდო 18 ლელო, რაც მატჩზე გადაანგარიშებით 3.6-ია (წინა ტურში საშუალო მაჩვენებული 2.2 იყო)

უმაღლეს ლიგაში ორ-კვირიანი არდადეგები დაიწყო. შეჯიბრება ნოემბერში განახლდება.

VI ტური

ლოკომოტივი 14:9 თიბიეს უნივერსიტეტი$

ლ: კალანდაძე; 3ჯ: წიკლაური სბ კაკაბაძე ელოშვილი -
2ჯ ა: მჭედლიშვილი 
რეფ ამაშუკელი (თბ) @ ავჭალა (500)
5:0(4) 5:3(16ა) 5:6(22) / 5:9(42) 8:9(62) 11:9(65) 14:9(70) სბ(78ლ) სბ(80+2ლ)

ბოლნისი ყოჩები 24:11 არმია

3ლ: გრძელიშვილი გეგენავა გოგოლაშვილი; 3გ ჯ: სოხაძე სბ მახარაშვილი შენგელია -
ლ 2ჯ: ელიზბარაშვილი სბ ი.ჩხიკვაძე დაუშვილი
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ ბოლნისი (100)
3:0(16) სბ(19ა) 10:0(37) 10:3(40+) / 10:6(54) სბ^სბ-სბ(61) 10:11(67) 17:11(73) 24:11(75)

აია ქუთაისი$ 19:20 ლელო სარასენს

3ლ: ფრუიძე აფციაური თუთბერიძე; 2გ: ბაბუნაშვილი სბ ყურაშვილი მატკავა -
3ლ: ყიასაშვილი ლომთაძე ხმალაძე; გ ჯ: ყიასაშვილი სბ კაჭარავა
რეფ თევზაძე (თბ) @ ქუთაისი (2 500)
7:0(3) 7:3(10) სბ(19ა) 7:8(20) 12:8(32) / 12:13(44) 19:13(47) სბ(52ა) 19:20(67) სბ(80+5ლ)

არმაზი$ 14:17 ხარები რუსთავი

ლ: მაჩხანელი; 3ჯ: ნიკოლავა სბ ჯიბლაძე -
ლ: ნათელაშვილი; 4ჯ: ხუციშვილი სბ თეგეთაშვილი
რეფ ამაშუკელი (თბ) @ ავჭალა (800)
0:3(3) 3:3(13) 6:3(20) 9:3(24) 9:6(29) 9:9(36) / 9:12(52) სბ(55ხ) 14:12(57) სბ(66ა) 14:17(72)

ჯიქი 26:21 ბათუმი$

2ლ: ხუციშვილი გოგოლიძე; 2გ 3ჯ: ხარაზიშვილი; ა: ნინიძე სბ ხუციშვილი გოგოლიძე - 
3ლ: თხელიძე (1 3) ალიქაძე; 3გ: კობახიძე
რეფ გვირჯიშვილი (რსთ) @ ავჭალა (800)
7:0(3) 10:0(10ა) 17:0(17) სბ(20ჯ) 17:7(22) 20:7(25) 20:14(30) / 23:14(60) 26:14(69) 26:21(80+1) სბ(80+2ჯ)

უკან დაბრუნება