უმაღლესი ლიგის მერვე ტური

11.11.2014

საქართველოს XXV ჩემპიონატის მერვე ტური ტონგასთან ტესტის შემდეგ, კვირა - ორშაბათს მოეწყო, მაგრამ მაინც საკმაოდ მიიზიდა მაყურებელი.

კინაღამ სენსაცია მოხდა ავჭალაში - ბათუმი პირველი ტაიმის შემდეგ 12:0 უგებდა უდაო ლიდერს, ყოჩებს. ბოლნისი საათის თავზე წინ გაიჭრა 20:15, მაგრამ ბათუმმაც მიითვალა 10 ქულა. წამატებულ დროში ყოჩებმა ლელოთი გაათანაბრეს ანგარიში, გარდასახვა კი კარს აცდა. საბოლოოდ დრამატული ფრე * 25:25

ბოლნისმა თუ 2 ქულა მაინც შემატა აქტივს, ლიდერის მდევარი რუსთავი ქუთაისიდან შინ ხელ-ცარიელი დაბრუნდა. აიამ სტუმრებს ორი ლელო დაუდო, ბოლოს კი ჯარიმაც გაუტანა და უნუგეშოდ დატოვა * 15:6

ავჭალაშივე ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, ლელომ 13:9 ძლია ლოკომოტივი, ვისაც ცოტათი წაგების გამო სეზონში უკვე 4-ჯერ დაერიცხა სანუგეშო ქულა.

ორშაბათს ვიცე-ჩემპიონმა არმიამ 22:12 დაამარცხა ბოლო ადგილზე მყოფი თიბიესი და მეოთხე ადგილამდე აღზევდა, ჯიქი - არმაზის რკენა კი დეკემბრისთვის გადაიდო.

სულ ტურის 4 მატჩში 14 ლელო დაიდო, რითაც ჩემპიონატის საშუალო მაჩვენებელი 2.95-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, იმატა უდისციპლინობამაც - გაიცა 10 ყვითელი ბარათი, 8 გუნდიდან კი ამ მეთოდით არ დასჯილა მხოლოდ თიბიესი.

VIII ტური

აია 15:6 ხარები

2ლ: ფრუიძე შალამბერიძე; გ ჯ: ჯინჭველაშვილი სბ შალამბერიძე - 
2ჯ: ბასილაია სბ ცხადაძე ბ.ბებიაშვილი
რეფ ამაშუკელი (თბ) @ ქუთაისი (900)
7:0(4) 7:3(39) სბ(40ა) /
სბ(64ხ) 12:3(65) 12:6(76) 15:6(80+7სბ)

ყოჩები 25:25 ბათუმი

3ლ: გოგოლაშვილი გეგენავა (2 3); 2გ 2ჯ: სოხაძე სბ გოგიშვილი - 
3ლ: კვერნაძე აზალაძე ნინიძე; 2გ: კობახიძე კვერნაძე; 2ა: კობახიძე სბ აზალაძე გ.თუთბერიძე
რეფ ჩიხლაძე (ქუთ) @ ავჭალა (800)
0:5(5) 0:12(19) სბ(21ბ) სბ(22ყ) /
3:12(50) 10:12(52) 13:12(56) 13:15(60ა) 20:15(69) 20:22(74) 20:25(79ა) სბ(80+3ბ) 25:25(80+4)

ლოკომოტივი$ 9:13 ლელო

3ჯ: კავთიძე სბ ბერიშვილი - 
ლ: გუგავა; გ 2ჯ: ყიასაშვილი სბ მაისურაძე
რეფ ნჩაკაზა (აფრ) @ ავჭალა (250)
3:0(23) 3:3(33) /
3:6(48) 6:6(51სბსბ(55ლკ) 6:13(58) 9:13(61)

არმია 22:12 თიბიეს

3ლ: ჟღენტი ნოზაძე ბაირამაშვილი; 2გ ჯ: ბაირამაშვილი სბ ჯინაშვილი დარასელია - 
2ლ: მჭედლიშვილი არველაძე; გ: მჭედლიშვილი
რეფ გვირჯიშვილი (რსთ) @ ავჭალა (500)
7:0(5) 12:0(7) 12:5(29) 19:5(39) /
სბ(51ა) 19:12(58) 22:12(72) სბ(78ა)

ჯიქი - არმაზი

გადაიდო

უკან დაბრუნება