ლელო სარასენსი 14-წლამდელთა ტურნირის გამარჯვებულია

26.11.2014

14-წლამდელთა ეროვნული სარაგბო ტურნირი - ფინალები!

25.11.14

24-25 ნოემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 14-წლამდელთა  ეროვნულის სარაგბო ტურნირი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის ‘ბაგრატი’ და თბილისის ‘ლელო სარასენსი’ შეხვდნენ. ორივე ტაიმი ულელოვოდ დასრულდა რის გამოც დაინიშნა არეკნების სერია. ამ კომპონენტში კი, მეტოქეს ლელოელებმა აჯობეს და ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. მე-3 ადგილი ჩოხოსნებმა დაიკავეს.

ტურნირში საქართველოს ყველა რეგიონის 16 გუნდმა (საფესტივალო უმაღლესი ასაკი: 2000-2001 წწ. დაბადებული მორაგბეები) მიიღო მონაწილეობა:

აია (ქუთაისი), აკადემია (თბილისი), არმაზი (თბილისი), ბაგრატი(ქუთაისი), დინოზავრი (წყალტუბო), იმერეთი ( ჭიათურა), კოლხი ლეგიონი (ხაშური), ლელო (თბილისი),მერანი (თბილისი), მუტრუკები(თელავი), რაინდები (ფოთი), ქობულეთი, ხარები (რუსთავი), ხულიგანა (თბილისი), ჩოხატაური,  ჩოხოსნები (თბილისი).

 
წლევანდელი ტურნირი ‘რადისონ ბლუ საქართველოს’ მხარდაჭერით იმართება. ტურნირის მიზანია,  საქართველოს ყველა რეგიონის გამორჩეული საბავშვო გუნდების ერთად შეკრება და დედაქალაქში ბავშვთა 2 დღიანი სარაგბო ზეიმის მოწყობა.  

 

უკან დაბრუნება