უმაღლესი ლიგის მეთოთხმეტე ტური

22.02.2015

საქართველოს XXV ჩემპიონატის XIV ტურში ლელო სარასენსი ჯიქებს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ჯიქების შეტევებით დაიწყო. ლელოელები ცოტა დაბნეული გამოიყურებოდნენ, დაცვაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, რამოდენიმე უაზრო ჯარიმა მიიღეს, რომელთაგან სამი ჯიქებმა ქულად აქციეს. ლელოელთა ეპიზოდურმა შეტევებმა 26-ე წუთზე შედეგი გამოიღო, მოწინააღმდეგის 22-ში აუტი მოაწოდეს, მოლი შეკრეს და ლელო გაიტანეს, თუმცა ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჯარიმა მიიღეს საკუთარ კარში.

მეორე ტაიმი ლელოს უპირატესობით წარიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვეული ლაღი თამაში ვერ აჩვენეს, ბურთს მეტწილად აკონტროლებდნენ და ტერიტორიული უპირატესობაც ქონდათ. კიდევ ერთი გარდასახული ლელო და ჯარიმა ერთი საპასუხო ჯარიმის  წინააღმდეგ საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად. საბოლოო ჯამში ფრე 15:15.

 

ტურის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ხარები - თიბიეს 57:3

ბათუმი - არმაზი 25:10

ყოჩები -  ლოკომოტივი 3:24

აია - არმია 52:6

 

უკან დაბრუნება