უმაღლესი ლიგის მეთექვსმეტე ტური

08.03.2015

უმაღლესი ლიგის მორიგი ტურის ცენტრალური შეხვედრა ბოლნისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის ლელო სარასენსი და ბოლნისის ყოჩები დაუპირისპირდნენ.

მატჩის ფოტოები

ყველა ქულა თავ-თავიანთ გუნდებს ირაკლი ყიასაშვილმა და თემურ სოხაძემ მოუტანეს. ამ მცირე დაპირისპირებაში ყიასაშვილმა იმარჯვა და პირად კონკურენტთან ბომბარდირთა დავაში სხვაოლბა შეამცირა, თუმცა ამ ნომინაციაში ზედიზედ მესამედ გასამარჯვებლად სეზონის ბოლომდე კიდევ ბევრი გარჯა დასჭირდება.

შეხვედრის პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა 9:13. ანგარიში მესამე წუთზე სოხაძის ჯარიმით გაიხსნა, რასაც ერთ წუთში ყიასაშვილმა ლელოთი უპასუხა და თავისი გუნდი 3:7 დააწინაურა. ორმხრივი შეტევების მიუხედავად, ამ შეხვედრაში მეტი ლელო აღარ გასულა, თუმცა მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდის მხრიდან იყო ლამაზი შეტევისა და შეუვალი დაცვის მშვენიერი მაგალითები, რასაც რიგ შემთხვევებში ჯარიმები მოჰყვებოდა. საბოლოო ჯამში ორივე გუნდის დამრტყმელმა 5-5 ჯარიმა შეასრულა, რომელთაგან ყიასაშვილმა ხუთივე ზუსტად შეასრულა, სოხაძემ კი მხოლოდ სამი და მატჩის საბოლოო ანგარიში 9:22 დაფიქსირდა.

მატჩის ოქმი

ამ გამარჯვებით ლელო სარასენსი ერთპიროვნულად გადავიდა ცხრილის მეორე საფეხურზე და ლიდერთან სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა:

ჯიქი - ხარები 23:24

ლოკომოტივი - არმია 26:13

არმაზი - თიბიეს 45:24

აია - ბათუმი 13:9

უკან დაბრუნება