ჩემპიონატებში ახალგაზრდები ჩაერთვნენ

13.03.2015

დაიწყო საქართველო პირველობის 2015 წლის "ა" და "ბ" ლიგების გათამაშება.

წლევანდელი გათამაშებების ფორმატი რამდენიმე ეტაპიანია. ვითვალისწინებ რა მცირე ინტერესს, არ ვაპირებ ფორმატის დეტალების ახსნით თავი მოგაბეზროთ. დაინტერესებულ პირებს, კი ქვემოთ შემოგთავაზებთ დებულებების ბმულებს.

ჭაბუკთა "ა" ლიგის დებულება

ჭაბუკთა "ბ" ლიგის დებულება

 

ჭაბუკთა "ა" ლიგის წლევანდელი გათამაშების პირველ ეტაპზე  ჩვენი გუნდი "დ" ჯგუფში იასპარეზებს. მას ჯგუფში კიდევ ოთხი გუნდი ყავს: - პატარძეულის ვეფხვები, თბილისის ლოკომოტივი, გორის ჯიქები და თბილისის წიქარა-ჩოხოსნები, რომლებიც ორ-ორჯერ ითამაშებენ ერთმანეთთან. მათ შორის საუკეთესო ორი გუნდი გააგრძელებს მომდევნო ეტაპზე ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

4 მარტს გათამაშების პირველ ტურში ლელო სარასენსი ჯიქებს დაუპირისპირდა, 7:43 დაამარცხა, პრემიალური ქულაც მიითვალა და ჯგუფს სათავეში მოექცა.

მომდევნო თამაში მათ პატარძეულელ ვეფხვებთან 15 მარტს ექნებათ. მატჩი შევარდენის სტადიონზე 17 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება ჭაბუკთა "ბ" ლიგას, აქ ლელო სარასენსი ორი გუნდით იასპარეზებს.

ლელო სარასენს 1 "ა" ჯგუფში მოხვდა და მისი მეტოქეები პირველ ეტაპზე გორის ჯიქი, თბილისის მერანი, ბოლნისის ყოჩები და სტეფანწმინდის ზვავი იქნებიან. პირველ მატჩს კი 15 მარტს, შევარდენის სტადიონზე, ყოჩების წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 13 საათზე დაიწყება.

ლელო სარასენს 2-ის მეტოქეები, კი "გ" ჯგუფში სამი თბილისური გუნდი: წიქარა, არმია და ჩოხოსნები და კიკეთის იუნკრები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ჯგუფში გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და ორი საუკეთესო განაგრძობს ბრძოლას მეორე ეტაპზე ჩემპიონობისათვის.

თავისი პირველი თამაში გამართა ლელო სარასენს 2-მა 11 მარტს წიქარას წინააღმდეგ და 38:8 დამარცხდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს გუნდი მომდევნო ტურებში უკეთესად ათამაშდება და სასურველ შედეგს მიაღწევს. მათი მომდევნო შეხვედრა კი 19 ან 20 მარტს გაიმართება არმიის წინააღმდეგ.

 

უკან დაბრუნება