ფლეი-ოფის მოლოდინში

05.04.2015

დასრულდა მიმდინარე ჩემპიონატის პირველი, ჯგუფური ეტაპი. ბოლო, მეთვრამეტე ტურს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ზედა ექვსეულში საბოლოო ადგილების განაწილებისათვის.

ლელო სარასენსი არმიას დაუპირისპირდა. წვიმის გამო ეს შეხვედრა შევარდენის ხელოვნურ მოედანზე გაიმართა. პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული  გამოდგა და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეორე ტაიმში არმიას აშკარად არ ეყო რესურსი და საბოლოოდ დამარცხდა 26:5.

მატჩის ფოტოები >>>

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ლოკომოტივი - ბათუმი 13:6;

ყოჩები - ხარები 10:3;

აია - არმაზი 20:5;

ჯიქი - თიბიესი 52:21

მომდევნო შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე ყოჩები იქნება. ეს მატჩი 16 აპრილსაა დანიშნული და გამარჯვებული გუნდი პირდაპირ ფინალში გადის, დამარცხებულს კი ფინალამდე კიდევ ერთი თამაში და ფინალში გასვლის შანსი რჩება.

უკან დაბრუნება