ლელო სარასენსი - U20 (ტესტი)

18.01.2016

დღეს შევარდენის ხელოვნურ სტადიონზე ლელო სარასენსი საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდა.

<<< მატჩის ფოტოები >>>

მატჩი არასტანდარტული ფორმატიდ ჩატარდა. იმისათვის, რომ მწვრთნელებს უფრო მეტი მოთამაშის გამოცდის საშუალება მისცემოდათ შეხვედრა სამ ტაიმად ჩატარდა. მოგეხსენებათ, რომ ამჟამად ნაკრები არგენტინა - ურუგვაის ტურნესთვის ემზადება, რაც მათთვის ივნისში გასამართი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ერთ-ერთ ეტაპია.

ლელო სარასენსისთვის ეს მატჩი პირველ რიგში სათამაშო პრაქტიკაა, რაც თითქმის ორთვიანი შესვენების შემდეგ ძალზე მნიშვნელოვანია (მოგეხსენებათ, რომ დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშება 30-31 იანვარს განახლდება). აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ დიდ გუნდში პირველად ითამაშა რამოდენიმე ახალგაზრდა მორაგბემ, რომლებიც შარშან ჭაბუკთა "ა" ლიგაში ასპარეზობდნენ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ ხანგრძლივი, იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ჩვენი გუნდის და ეროვნული ნაკრების ლიდერი ლაშა ხმალაძე.

წარმატებას ვუსურვებთ ორივე გუნდს დასახული მიზნების შესასრულებლად!

უკან დაბრუნება