დიდი 10, მეცამეტე ტური

30.01.2016

შევარდენის სტადიონიზე ერთმანეთს არმაზი და ლელო სარასენსი დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გუნდები მიმდინარე გათამაშებაში პირველდ და ბოლო ადგილებზე იმყოფებიან, მატჩი საკმაოდ  სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. უპირატესობას მთელი თამაშის განმავლობაში ლელო სარასენსი ფლობდა, როგორც დაცვაში ისე შეტევაში უკეთესად ირჯებოდნენ, რაც პირველი ტაიმის ანგარიშშიც აისახა 3:15.

არმაზის შეტევებით დაიწყო მეორე ტაიმი და მესამე წუთზე, გამოიყენეს რა დაცვის შეცდომა, ლელო გაიტანეს. თუმცა მალევე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, ლელო სარასენსი კვლავ ათამაშდა და საბოლოოდ გაიმარჯვა 13:29. გულდასაწყვეტი მხოლოდ ისაა, რომ ბონუს ქულა ვერ ავიღეთ, რაც მატჩის მიმდინარეობიდან გამომდინარე სრულიად მიღწევადი იყო.

მომდევნო ტური 13-14 თებერვალს არის დანიშნული. ჩვენი გუნდი აიას უმასპინძლებს.

<<< მატჩის ფოტოები >>>

უკან დაბრუნება