დიდი 10, მეთოთხმეტე ტური

21.02.2016

შეხვედრა ლელოს დიდი დიღმის სტადიონზე გაიმართა და ძალზე დაძაბული გამოდგა. ლელო თავიდანვე ფლობდა უპირატესობას, უამრავ მომენტს ქმნიდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში დაშვებული შეცდომების გამო ბევრი  შესაძლებლობა გაფლანგა.

აფსოლუტურად საპირისპირო იყო აიას თამაში. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის განმავლობაში ბევრი მომენტი არ ჰქონიათ, თავიანი შანსები მაქსიმალურად გამოიყენეს, სამი ლელო გაიტანეს და ერთი პერიოდი ათი ქულითაც კი იგებდნენ.

ბოლო-ბოლო ლელოელებმა მაინც თავისი გაიტანეს, მეტოქეს ორი ლელოთი უპასუხეს, რასაც ყიასაშვილის ორი ზუსტი გარდასახვა და სამი ჯარიმა დაემატა და საბოლოო შედეგი 23:19 დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებისა და უახლოესი მდევრის - ბათუმის მარცხის წყალობით ლელო სარასენსი სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო დაწინაურდა და ახლა უახლოეს მდევარ ექვსი ქულით უსწრებს.

<<< მატჩის ფოტოები >>>

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

ლოკომოტივი - ხარები 24:13

არმია - არმაზი 18:21

ყოჩები - ბათუმი 26:20

აკადემია - ჯიქები 3:18

 

უკან დაბრუნება