დიდი 10, მეჩვიდმეტე ტური

27.03.2016

ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ტურის მატჩი გაიმართ შევარდენის სანაკრებო ბაზაზე. ერთმანეთს ლელო სარასენსი და ყოჩები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ლელოს უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაშის ყველა კომპონენტში ჯობნინდნენ მეტოქეს და სრულიად დამსახურებულადაც ლიდერობდნენ მთელი მატჩის განმავლობაში. ლელომ მეტოქეს ხუთი უპასუხო ლელო გაუტანა და შეხვედრის მე-60 წუთისთვის 29:0 დაწინაურდა.

ამის შემდეგ ლელომ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ თამაში უკვე მოგებული ჰქონდა და ინიციატივა დათმო. ყოჩების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მატჩის ბოლო წუთამდე არ დაუყრიათ ფარ-ხმალი, მეტოქეს სამი ლელო გაუტანა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო და შეხვედრა 29:19 დასრულდა ლელო სარასენსის სასარგებლოდ.

ამ გამარჯვებით, ჩვენმა გუნდმა, ერთი ტურით ადრე გაინაღდა პირველი ადგილი დიდი 10-ის ჯგუფურ ეტაპზე.

მეჩვიდმეტე ტურის სხვა შეხვედრები, შეიძლება ითქვას, მოულოდნელად დასრულდა და ყველა შეხვედრაში ქვედა ოთხეულის გუნდებმა იყოჩაღეს.

ლოკომოტივი - აკადემია   3:31

ხარები - ჯიქები    19:18

აია - არმაზი    33:37

ბათუმი - არმია    21:21

შემდეგი ტური 2 და 3 აპრილს გაიმართება. ჩვენი მეტოქე ლოკომოტივი იქნება.

 

უკან დაბრუნება