დიდი 10, მეთვრამეტე ტური

02.04.2016

დიდი დიღმის ლელო არენაზე გაიმართა ეს ძალზე საინტერესო და პრინციპული შეხვედრა. ლელო სარასენსს თუ წინა ტურში მიღწეული გამარჯვების წყალობით, განაღდებული ჰქონდა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი, ლოკომოტივს თეორიული საფრთხე მაინც დარჩენოდა მეორე ადგილის დაკარგვისა.

ლიდერთა რკენა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მაყურებელმა ჯამში ათი ლელო იხილა. ასე, რომ შედეგმა მოლოდინი გაამართლა.

მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ორივე გუნდი გახსნილ რაგბს გვთავაზობდა და ლელოებით გვანებივრებდა. ანგარიშში სხვაობაც მცირე, შეიძლება ითქვას ქულა-ქულაში იცვლებოდა. საბოლოო შედიგი ლაშა ხმალაძის ბოლო წამზე გატანილი ჯარიმით დაფიქსირდა 34:31.

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

არმაზი - ხარები        22:10

ჯიქები - ბათუმი      15:8

არმია - ყოჩები          16:10

აკადემია - აია            31:12

ბოლო ტურის შედეგებიდან გამომდინარე ბევრი რამე გაირკვა: - რუსთავის ხარებმა დიდ 10-ში ადგილი ქუთაისის ბაგრატს დაუთმეს, არმაზის და დინამოს ორმატჩიან გადათამაშება ელით. ფლეი ოფში კი გუნდები ასე დაწყვილდნენ: 16 აპრილს ბათუმი ყოჩებს მიიღებს, ხოლო 17 აპრილს აია ჯიქებს ესტუმრება. ჩვენი გუნდი კი 24 აპრილს, შესარჩევ ფინალში კვლავ ლოკომოტივს დაუპირისპირდება.

 

უკან დაბრუნება