დიდი 10, შესარჩევი ფინალი

24.04.2016

დღეს ლელო არენაზე ლელო სარასენსი კვლავ ლოკომოტივს დაუპირისპირდა, ამჯერად შესარჩევ ფინალში. მიმდინარე სეზონში ეს მათი მესამე ოფიციალური შეხვედრა იყო, წინა ორის მსგავსად ძალზე დაძაბული გამოდგა და წინა ორის მსგავსად ლელოს გამარჯვებით დასრულდა. ორივე გუნდი თავიდანვე ძალინ ფრთხილობდა, მეტ ყურადღებას აქცევდნენ დაცვას და ნაკლებად რისკავდნენ შეტევაში. ლაღ და გახსნილ თამაშს დახურული, ჩაკეტილი ტაქტიკა ამჯობინეს, რაც მატჩის სანახაობრივ მხარეზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიში პირველ ტაიმშივე დაფიქსირდა. ბექა წიკლაურის ჯარიმას ლელოელებმა ჯერ გუჯა სურგულაძის, ხოლო ტაიმის ბოლო წუთზე, ირაკლი ყიასაშვილის ორი ლელოთი უპასუხეს. 14:3 - ასე დასრულა პირველი ტაიმი და ეს დაძაბული შეხვედრაც.

ამ გამარჯვებით ლელო სარასენსი პირდაპირ გავიდა დიდ ფინალში, რომელიც 15 მაისს გაიმართება, მისი მეტოქე ლოკომოტივსა და ჯიქებს შორის 7 მაისს გაირკვევა

<<< მატჩის ფოტოები >>>

უკან დაბრუნება