დიდი 10, ახალი სეზენი დაიწყო

05.09.2016

ლელო სარასენსი სტუმრად დიდი 10-ის დებიუტანტ ქუთაისის ბაგრატს შეხვდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ლელოელთა საგრძნობი უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშზეც აისახა (3:21). თუმცა მეორე ტაიმში ბაგრატი უკეთ გაისარჯა, რასაც მრავალრიცხოვანი მაყურებლის ქომაგობამაც შეუწყო ხელი. მეორე ტაიმში 4 უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და შეხვედრაც 15:21 დასრულდა.

ბაგრატმა უმაღლეს ლიგაში პირველი ქულა მოიპოვა სანუგეშო ბონუს ქულის ხარჯზე, ლელო სარასენსმა კი სამი უპასუხო ლელოსათვის მოიპოვა დამატებითი ქულა და ხუთი ქულით მშვენიერი სტარტი გამოუვიდა.

<<< მატჩის ფოტოები >>>

I ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

აკადემია - ყოჩები  26:8

არმია - ჯიქი 3:22

არმაზი - ლოკომოტივი 7:25

აია - ბათუმი 16:9

უკან დაბრუნება