ჭაბუკთა "ბ" ლიგის 2016 წლის ჩემპიონი ლელო სარასენსი

28.10.2016

28 ოქტომბერს შევარდენის სანაკრებო ბაზამ საქართველოს ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის ფინალურ  რკენეს უმასპინძლა. წელს ‘ბ’ ლიგაში საპრიზო ადგილებისთვის თბილისის და ქუთაისის გუნდები შეებნენ.

©ანი ბერთლანი

ფინალური შეხვედრის პირველ ნახევარში ლელო სარასენსმა ქუთაისის ბაგრატს სძლია ანგარიშით 20:9

მეორე ნახევარში ქუთაისის ბაგრატს ქულა აღარ მოუპოვებია, სამაგიეროდ გამარჯვებას მოწადინებულმა ლელო სარასენსის მორაგბეებმა ლამაზი მომენტებითა და ლელოებით 24 ქულა მოიპოვეს და საბოლოოდ მატჩი დასრულდა ანგარიშით

ლელო სარასენს 44:9 ბაგრატი


ლელო სარასენსმა დამსახურებულად მოიპოვა ჭაბუკთა "ბ" ლიგის 2016 წლის ჩემპიონის ტიტული.

უკან დაბრუნება