კლუბ “ლელო”-ს მოკლე ისტორია

ქ. თბილისის განათლების სამმართველოს კომპლექსური სკოლის რაგბის განყოფილება წლების განმავლობაში ზრდიდა პერსპექტიულ და ნიჭიერ მორაგბეებს. აქ აღიზარდნენ არაერთგზის ყოფილი საბჭოთა კავშირის ოქროს ოვალის ჩემპიონები, მრავალგზის საკავშირო ჩემპიონები და პრიზიორები. ამ, მთელი რიგი წარმატებების გამო, დაისვა საკითხი, რათა შექმნილიყო რაგბის სკოლა. 1980 წელს კომპლექსური სკოლისგან დამოუკიდებლად დაარსდა რაგბის სპორტ-სკოლა. 

1985 წელს ბათუ კევლიშვილის თაოსნობით მესამე მასივში საფუძველი ჩაეყარა რაგბის სპეციალიზირებული სკოლის მშენებლობას, რომელიც დასრულდა 1989 წელს. ამავე პერიოდში, სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა რაგბის კლუბი “ლელო”. ამჟამად სკოლაში ექვსი ასაკობრივი ჯგუფია.

 

 

 

 

 

ჩემპიონატები და მათში  მონაწილე გუნდების რაოდენობა:

ბავშვთა ფესტივალი,  

U10  40 ბავშვი
მწვრთნელები:

  • გიორგი სანიკიძე
  • ზურა ხორბალაძე

U12 40ბავშვი                                                                                                 
მწვრთნელები:                                                                         

  • ვახტანგ მძინარიშვილი
  • ზურაბ ზაალიშვილი 
  • ალექსანდრე მანჯავიძე

ბავშვთა ფესტივალი, 
U14 40 ბავშვი                                                                                               
მწვრთნელები:                                                                     

  • ალექსანდრე მანჯავიძე
  • ზურაბ ზაალიშვილი
  • ვახტანგ მძინარიშვილი
  • ირაკლი ჯალაღონია
  • ლაშა აზალაძე
  • ირაკლი ჭყონია

ჭაბუკთა ”ბ” ლიგა, 
U16 60 მოზარდი                                                                   
მწვრთნელები:                                                                        

  • ირაკლი ჯალაღონია
  • ბექა სარდანაშვილი

ჭაბუკთა ”ა” ლიგა, 
U18   40 მოზარდი                                              
მწვრთნელები:        

  • მიხეილ სუჯაშვილი 
  • ბექა თოფურია   

დუბლების ჩემპიონატი
მწვრთნელი:

  • ლევან მაისაშვილი
  • უჩა ნარიმანიძე

საქართველოს თასი, ჩემპიონატი და შვიდკაცა ტურნირები,
მწვრთნელები:                                                                      

  • ლევან მაისაშვილი - მთ. მწვრთნელი
  • მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი

ყველა ასაკობრივი გუნდი მუდმივი ფავორიტია თავის ასაკში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა  1983-84 - 1987-88 წწ.-ში დაბადებულ მორაგბეთა გუნდები.

1987-88 წწ.-ში დაბადებულთა გუნდი 1995 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შვიდი წლის მანძილზე მათ არც ერთი თამაში არ წაუგიათ. 2003 წლამდე უცვლელი ჩემპიონები და თასის მფლობელები იყვნენ. ამის შემდეგ სანამ კაცთა ჩემპიოინატის ასაკი შეუსრულდებოდათ მათ შეძლეს კიდევ ორჯერ საქართველოს ჩემპიონობა და ორჯერ საქართველოს თასსაც დაეუფლენ.

1983-84 წწ.-ში დაბადებულთა გუნდი:
1996 წელს გახდა თბილისის ჩემპიონი; 
1997 წელს - თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი; 
1998 წელს საქართველოს ჩემპიონატზე -  მესამე  ადგილი,  ხოლო  თბილისის ჩემპიონატზე - პირველი ადგილი;
1999 წელს - თბილისის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონატზე - მესამე ადგილი, შვიდკაცას ტურნირზე - პირველი ადგილი;
2000 წელს შეასრულეს ჰეთრიკი, გახდნენ საქართველოს ჩემპიონები,  მოიპოვეს საქართველოს თასი და მოიგეს შვიდკაცა – რაგბის  გარდამავალი სინი;
2001 წელს შეასრულეს დუბლი – საქართველოს ჩემპიონატი და თასი;
2002 წელს გუნდი პირველ ლიგაში ავიდა და მოხდა მისი, და იქ უკვე მყოფი 1991-1982 წწ.-ში დაბადებულ მორაგბეთა გუნდების გაერთიანება, რითაც გუნდი უფრო გაძლიერდა.
 
გუნდმა თავიდანვე სერიოზული მიზნები დაისახა. პროგრამა მინიმუმი _ პირველი ლიგის ჩემპიონობა, პროგრამა მაქსიმუმი _ უმაღლესი ლიგის საგზური. ამ მიზნის მისაღწევად გუნდმა სერიოზული მზადება გაიარა, შედეგად საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი გუნდები დაამარცხა (“იმედი-L”-აკადემიის გუნდი 19:14,  “თბილისის ლოკომოტივი” 15:14,  ქუთაისის “აია” 31:18) და საქართველოს თასის გათამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში მიღებულ ტრამვების გამო ფინალში გუნდი მოედანზე დასუსტებული შემადგენლობით გავიდა. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ ვერცერთი ლეგიონერის დამატება ვერ მოესწრო, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე სრული შემადგენლობით ჩამოვიდა თბილისში, ლეგიონერების ჩათვლით. 

ფინალი 2002 წლის 4 ივნისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში გუნდი დამარცხდა 9:15. თუმცა რაგბის მხარდამჭერთა ლიგამ გუნდს გადასცა თასი, რომელიც დააწესეს ყველაზე სწრაფად მზარდი და პერსპექტიული გუნდისთვის. საუკეთესო მოთამაშის პრიზიც, ამ თამაშზე, გადაეცა კლუბ “ლელო”-ს მოთამაშეს ბექა სარდანაშვილს.

2002 წლის 8 სექტემბერს გუნდმა ასპარეზობა დაიწყო საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რომელიც წარმატებით დაასრულა და პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, რითაც მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. 
თბილისის “ლელო” უმაღლეს ლიგაშია!

2002 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა კლუბ “ლელო”-ს მოთამაშე მერაბ კვირიკაშვილი.

2004 წელს გუნდი უმაღლესი ლიგის ჩემპიონი გახდა და ბზის თასს დაესაკუთრა.

2005 და 2006 წლებში ორჯერ გავიდა თასის ფინალში მაგრამ სამწუხაროდ ორივეჯერ დამარცხდა, რაც ალბათ იმით იყო განპირობებული რომ გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიდიოდა და ჩამოყალიბების პერიოდი ჰქონდათ. 

2007  წელს პირველ სერიოზულ წარმატებასაც მიაღწიეს, მოიგეს შვიდკაცა რაგბის პირველი ეტაპი. სადაც ფინალურ ეტაპში დამაჯერებელი ანგარიშით სძლიეს ყოჩების გუნდს 38 – 0. 

2008 წელს "ლელო" საქართველოს თასის მფლობელი გახდა.

2009 წელს კი პირველად კლუბის ისტორიაში დუბლი გაახერხა. საქართველოს ჩემპიონის ტიტულსა და ბზის თასს, საქართველოს თასიც მიუმატა. "ლელოს" განსაკუთრებით მწვავე ბრძოლა თასის ფინალში გადახდა. ქვეყნის მრვალგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი "ლოკომოტივი" ლელოელებმა მინიმალური სხვაობით 23:22 დაამარცხეს, მიუხედვად იმისა, რომ მატჩის მსვლელობისას 12 ქულით აგებდნენ. 

2010 წელს "ლელომ" საქართველოს თასის ფინალში "ლოკომოტივი" დაამარცხა 23:17 და ეს ჯილდო ზედიზედ მესამედ მოიპოვა. ეროვნულ ჩემპიონატში კი მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ოლომპიური რეზერვების რაგბის სპორტ-სკოლა და კლუბი “ლელო” ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ქართული რაგბის სამჭედლოდ. ამ სკოლის გუნდებიდან წამოსული მორაგბეებით ყოველთვის კომპლექტდებოდა საქართველოს ახალგაზრდული თუ ეროვნული ნაკრები. სკოლა ტრადიციას დღესაც არ ღალატობს. 

ქვემოთ მოყვანილია სხვადასხავ დროს სხვდასხვა ნაკრებებში ლელოს აღზრდილთა გვარები.

U18,U19,U20,U21 ნაკრებებში:

  • დავით კობეშავიძე   
  • მამუკა გორგოძე     
  • ბექა სარდანაშვილი  
  • მერაბ კვირიკაშვილი 
  • გიორგი ჩხაიძე
  • ირაკლი ყიასაშვილი
  • რევაზ ბელქანია                        
  • ოთარ ბარკალაია
  • კობა ცერცვაძე
  • თორნიკე ენუქიძე
  • გიორგი მჭედლიშვილი
  • შოკა მოდებაძე
  • ბაჩო ხურციძე
  • მიხეილ მათიაშვილი
  • რატი ურუშაძე
  • დავით რამიშვილი        
  • ლაშა ფირფილაშვილი   
  • თემურ ქობელაშვილი
  • ლევან ღვაბერიძე
  • დიმიტრი პავლოვი
  • ვლადიმერ ავლოხაშვილი
  • შახინ აივაზოვი
  • ბექა თოფურია
  • ნუკრი სარიშვილი
  • ილია ზედგინიძე
  • ნოდარ ანდღულაძე
  • ბორის კვინიხიძე
  • ლევან შაორშაძე
  • ვასილ აბაშიძე
  • ირაკლი მოდებაძე
  • გიორგი მჟავანაძე
  • დავით ჯალაღონია
  • ილია მაისურაძე
  • დიმიტრი თოფურიძე
  • ზვიად მათიაშვილი
  • მიხეილ სვანიძე
  • დავით დაუშვილი
  • ირაკლი დაუშვილი
  • დავით ქუბრიაშვილი
  • ალექსანდრე თოდუა
  • ალექსანდრე მანჯავიძე
  • ვლადიმერ ქიზიყურაშვილი
  • შოთა ცხოვრებაშვილი
  • ვახტანგ მძინარიშვილი
  • ლაშა ხმალაძე
  • ლექსო იორდანიშვილი
  • ვიქტორ კოლელიშვილი
  • ბექა თანდაშვილი
  • გიორგი ლომინაძე
  • გიგა კორკელია
  • გიორგი ჭინჭარაული
  • გივი ტაბატაძე
  • გიორგი გაბელია
  • ვასილ კვერნაძე
  • გოდერძი ჯოგლიძე
  • ლევან ჯაველიძე
  • გიორგი სანიკიძე
  • ლაშა შალიკაშვილი
  • თემურ ქობელაშვილი
  • უშანგი მჭედლიშვილი
  • ჯიმი ღამბაშიძე
  • გოდერძი ჭინჭარაული
  • გიორგი ჭყოიძე
  • სანდრო ქოიავა

ეროვნულ ნაკრებში:

  • ლევან ჯაველიძე  
  • ილია ზედგენიძე   
  • ილია მაისურაძე  
  • გია ლაბაძე       
  • გიორგი ჩხაიძე    
  • მამუკა გორგოძე   
  • მერაბ კვირიკაშვილი
  • ოთარ ბარკალაია   
  • ლაშა ფირფილაშვილი
  • ნოდარ ანდღულაძე   
  • ვასილ აბაშიძე       
  • ბობა კვინიხიძე      
  • გია ბუგიანიშვილი 
  • შოთა მოდებაძე     
  • გუჯა იოვაძე        
  • რატი ურუშაძე
  • გიორგი სანიკიძე
  • ზაზა ვალიშვილი
  • არჩილ კოპალეიშვილი
  • ბექა სარდანაშვილი
  • სანდრო მჭედლიშვილი
  • რევაზ ბელქანია
  • ლევან ღვაბერიძე
  • ირაკლი მოდებაძე
  • ნიკოლოზ ჭავჭავაძე
  • ალექსანდრე თოდუა
  • ირაკლი ყიასაშვილი
  • ლაშა ხმალაძე
  • ვიქტორ კოლელიშვილი
  • გიგა კორკელია

მიუხედავად ყველა ამ წარმატებისა, კლუბს კიდევ უფრო დიდი მიზნები აქვს დასახული. ძირითადი მიზანი ძრიერი მორაგბეების აღზრდაა. ამისათვის სკოლისა და კლუბის ხელმძღვანელობა ძალ-ღონეს არ იშურებს. კლუბის დაქვემდებარებაში არსებული მოედნის გარდა, დიდი დიღმის ტერიტორიაზე კლუბის ხელმძღვანელობამ ბათუ კევლიშვილის თაოსნობით წამოიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რაც დღეისათვის ქართული რაგბის სამყაროში უპირველეს პრობლემას წარმოადგენს. ეს, შეიძლება ითქვას კლუბის სტრატეგიული გეგმებია, უახლოესი მიზანი კი უმაღლეს ლიგაში მყოფი, საკმაოდ ძლიერი და პერსპექტიული გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებაა. რისთვისაც აუცილებელია არსებული გუნდის შენარჩუნება და მისი უწყვეტი შევსება მომდევნო თაობებით. ამის საკმაოდ ძლიერი ბაზა კი უკვე არსებობს ბავშვთა გუნდების სახით.