დიდი 10 დაიწყო

03.09.2017

სეზონის გახსნით მატჩში ლიგის დებიუტანტმა რუსთავის "ხარებმა" მოქმედ ჩემპიონს - გორის "ჯიქს" უმასპინძლეს და 27:21 დაამარცხეს.

გუშინ კი ჩვენი გუნდი ჩაება ჩემპიონატში და ქუთაისში "ბაგრატს" ესტუმრა. შეხვედრა არცთუისე დაძაბული გამოდგა და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდები სეზონის პირველ მატჩს ატარებდნენ, არც სანახაობრივი კუთხიდ გამოირჩეოდა, თუმცა გუნდებს მონდომება არ დაუკლიათ სასურველი შედეგის მისაღწევად.

ლელო სარასენსი მთელი თამაში დომინირებდა მოედანზე. მატჩის მე-60 წუთზე მერაბ კვირიკაშვილის ლელოთი ბონუსით გამარჯვების განაცხადი გაკეთდა, თუმცა მასპინძლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო წუთამდე თავდადებით იბრძოლეს და 71-ე წუთზე მშვენიერი ლელო დადეს მოლით.

ლელო სარასენსმა მაინც თავისას მიაღწია. 76-ე წუთზე მშვენივრად აგორებული მოლით შეცვლაზე შემოსულმა თენგო ზამთარაძემ ისარგებლა და თავის გუნდს ლელო და ბონუს ქულა მოუტანა (16:31).

<<< მატჩის ფოტოები >>>

ტურის სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა:

არმაზი - ბათუმი 13:13

აია - ლოკომოტივი 20:17

არმია - აკადემია 20:13

მომდევნო შეხვედრას ლელო სარასენსი 10 სექტემბერს, შენ ლელო არენაზე არმიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 18:15 გაიმართება.

უკან დაბრუნება